ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, შტატგარეშე თანამშრომლები, სამხედრო გაწვევის თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ასევე ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები და სპეციალისტები ახალი წელთან დაკავშირებით, 300 ლარის ოდებობის ფულად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღვადელ საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ფულად დახმარებას არ მიიღებენ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია და ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია.
ცნობისთვის, ზუგდიდის გამგეობა დღესასწაულებთან დაკავშირებით ფულად დახმარებას, საკრებულოს თანხმობით, წელს უკვე მეექვსედ გასცემს.
მასალის გამოყენების პირობები