Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1501853_801850516508062_314327714_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1501853_801850516508062_314327714_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1501853_801850516508062_314327714_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1501853_801850516508062_314327714_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"იმედის გმირი" ბრიგიტა შიუკაშვილი – არ შეიძლება ადამიანის თავგანწირვა sms-ებით ფასდებოდეს
ზუგდიდის მკვიდრი ბრიგიტა შიუაკაშვილი სატელევიზო პროექტ „იმედის გმირებში“ 13 კონკურსანტს შორის ჟიურის რჩეული გახდა. ბრიგიტა შიუკაშვილი დღეს, 25 დეკემბერს, რადიო "ათინათს" სტუმრობდა.
შიუკაშვილი პროექტის მონაწილე 1992 წელს აფხაზეთის ომში მონაწილეობის და თანამემამულეთა წინაშე გაწეული ღვაწლის გამო გახდა. ომის დროს ბრიგიტა შიუკაშვილი აფხაზეთში მოხალისე ჟურნალისტად იმყოფებოდა და 11 თვის განმავლობაში დახმარებას უწევდა ქართველ მეომრებს. იგი ეხმარებოდა, როგროც დაჭრილებს ასევე უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს. პარალელურად იგი წერდა ადგილზე არსებული ვითარების შესახებ სტატიებს, რომელიც გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“ იბეჭდებოდა. ბრიგიტა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ომი წააგეს არა მარტო ქართველებმა, არამედ აფხაზებმაც, მისი განმარტებით, ომი გაცილებით ადრე დაიგეგმა და აფხაზი ხალხი საქართველოს დასაშლელად გამოიყენეს. „მე გაიძულებთ თქვენ გვესროლოთ ჩვენ, ეუბნებოდა არძიმბა ქართველ მოსახლეობას, ხალხი კი ცხვრებივით გამოდიოდა და არ აპროტესტებდა. ჩვენ არ უნდა წამოვგებულიყავით ამ სატყუარაზე. რომ არა სამამულო ომი და შინა არეულობა საქართველოში ეს ომი არ მოხდებოდა“-უთხრა რადიო "ათინათს" ბრიგიტამ.
იგი მიიჩნევს, რომ ქართველ და აფხაზ ხალხს შორის შერიგების შანსი არსებობს და საქართველოს გამთლიანება სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს. ბრიგიტა კომენტარს „იმედის გმირებზეც“ აკეთებს და განმარტავს, რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას ნანობს, რადგან მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ადამიანის თავგანწირვა sms-ებით და თანხით ფასდებოდეს.
„აფხაზეთის ომის მტვეწაყრილი ისტორია გაიცნო საზოგადოებამ, მე ათასჯენ მრცხვენია იმ ბიჭების წინაშე ვინც იმ ომში იბრძოდა, უმრავლესობა არ არის ცოცხალი, მე სწორედ მათი გახსენების მიზნით მივიღე პროექტში მონაწილეობა. ვინაიდან დღესაც შეიძლება ნაომარი ადამიანები გავერთიანდეთ და რადგან სახელმწიფო ნაბიჯს ვერ დგამს ახლოს თვითონ მივიდეთ აფხაზი კაცის გულამდე“-ამბობს იმედის გმირი. აფხაზეთის ომის მონაწილე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესი იმ საქმის მიმართ რომელსაც თვითონ ემსახურება ძალიან დაბალია და პატრიოტიზმი არაპოპულარულია. ამიტომ იგი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობის დაბალი ინტერესი პროექტის ფინალში sms-ებშიც გამოვლინდება. „თუ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი არ არის მეორე ხარისხოვანი და მოვალენი ვართ არ მივატოვოთ იგიო მაშინ მოვალენი არიან დამიმესიჯონ . თუ ეს უტოპია ჰგონიათ და ზღაპრის გმირად მთვლიან მაშინ არ შეიწუხონ თავი“-განმარტავს ბრიგიტა.  მოქალაქეებს მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ბრიგიტას sms ნომერზე დაუმესიჯონ – 0903 100101
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.