"საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა" და კულტურის სამინისტროს ინიციატივით დღეს, 26 დეკემბერს ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართება.
როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგეობის პრესამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სოხუმის კაპელა და ანსამბლი "რუსთავი".
მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები