მესტიის სამთო - სათხილამურო სეზონი ხვალ, 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც მესტიის გამგეობაში აცხადებენ, ხვალ მესტიაში პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას ელოდებიან.
„იქნება მომავალ გეგმებზე ლაპარაკი, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ტურიზმი და კერძოდ, ზამთრის კურორტები. გვექნება ასევე, შეჯიბრებები და დაჯილდოვება “, - განუცხადა რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჯოლიანი.
ამასთან, მესტიის გამგეობაში აცხადებენ, რომ ახალი წლის დღეებში სათხილამუროდ მესტიას 100-მდე უცხოელი ტურისტი ესტუმრება.
მასალის გამოყენების პირობები