პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დღეს, 28 დეკემბერს ესტუმრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა მუზეუმის საექსპოზიციო ფონდები და მედიათეკა დაათვალიერა.
როგორც მან აღნიშნა, სვანეთს საქართველოში ისტორიულად უდიდესი დანიშნულება ჰქონდა - ის ქვეყნის განძის მცველობის ფუნქციას ასრულებდა.
"აქ ინახება ქართული საგანძურის დიდი ნაწილი - აქ არის დაცული 600-ზე მეტი ჯვარ-ხატი, უნიკალური ფრესკები, რომლებსაც სვანები დიდი პატივით ინახავენ და უფრთხილდებიან," - განაცხადა პრემიერმა.
წყარო: ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები