საქართველოს პრემიერ-მინისტრი მესტიის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ადგილობრივები ძირითადად განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს უჩივიან.
როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ მისი გადაჭრის გზები სწორად დაიგეგმება.
"ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის მოქალაქე, მასზე ზრუნვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ინტერესების დასაცავად," - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში მშენებარე სასტუმრო მოინახულა და მისი მეპატრონისგან პირადად მოისმინა ის გეგმები, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გააჩნია.
სასტუმრო ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა, 2014 წლის ზაფხულში კი 100 სტუმრის მიღებას შესძლებს. ობიექტის ამოქმედების შემდეგ დასაქმდება 50-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
მასალის გამოყენების პირობები