ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი დღეს, 31 დეკემბერს 23:00 სთ-ზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები: ანსამბლი „ჩელა“, უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია", მანანა ვეკუა, სპორტული ცეკვების ანსამბლი „ეზი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცისკარი“ და თამარ ჯგუშია. ამასთან, მოედანზე შეკრებულ მოქალაქეებს შობა-ახალ წელს თანამდებობის პირებიც მიულოცავნენ.
1 იანვარს კი გრანდიოზული საახალწლო კონცერი 20:00 სთ-ზე, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები და ასევე ადგილობრივი შემსრულებლები: ანრი ჯოხაძე, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, ნინი წიკლაური, ნანა ჩიქავა, მარი ლიკლიკაძე, ქეთი ცაავა, რიმა ჯოლოხავა, თათია ყურაშვილი, ვახო გოგილავა, მანანა ვეკუა, ლაშა თოდუა, ნია კვარაცხელია, თიკო ღაჭავა, ირაკლი ფუტკარაძე, თათია ყურაშვილი, ცისია კობიაშვილი და თამარ ჯგუშია.
კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები