ზუგდიდში ხვალ, 7 იანვარს საშობაო ალილო, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართება. ურმებით მსვლელობა 12 საათზე, ქალაქის ოთხივე კუთხეში მდებარე ტაძრებიდან დაიწყება. როგორც ზუგდიდის გამგეობაში განმარტავენ, მსვლეობის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ერთდროულად შეიკრიბებიან.
„საბოლოოდ მეალილოები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ, სადაც მეუფე ძღვენს აკურთხებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ.
მისივე განმარტებით, შეგროვებული ძღვენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და ობოლ ბავშვებს გადაეცემათ.
მასალის გამოყენების პირობები