რუბრიკები
ფუნთუშაში გამომცხვარი კვერცხი
ინგრედიენტები:
- ფუნთუშა ან მინი პური 1
- კვერცხი 1
- პამიდორი 1/2
- მწვანილი
- ლორი 1 ნაჭერი
- მარილი და პილპილი
- ყველი 2 ს.კ. გახეხილი
მომზადების წესი:
ამ ფუნთუშის გულში ჩასადებად ნებისმიერი ინგრედიენტი გამოდგება: პამიდორი, ყველი, წინა დღის შემორჩენილი ხორცი ან ქათმის ნაჭერი, ლორი, ბეკონი, შემწვარი კარტოფილი დ ა.შ.
ფუნთუშას ტავი მოვაჭრათ, გული ამოვუღოთ და ამოვავსოთ შიგთავსით: ჩავდოთ ლორი, პამიდორი, ყველი, მწვანილი. ზემოდან დავატეხოთ კვერცხი, მოვასხათ ცოტა ზეთი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 10-15 წუთი, სანამ კვერცხი მომზადდება
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები