„სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ჯგუშიას საქმეზე დღეს, 9 იანვარს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდეის 3 მოწმე დაიკითხა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დღეს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს დეტეკტივ გამომძიებელი მერაბ შენგელია, დეტეკტივ გამომძიებლის თანაშემწე ჯიბო ზარანდია და სამმართველოს მთავარი ექსპერტი მამუკა თოდუა დაკითხა.
მერაბ შენგელიამ, რომელიც თენგიზ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის მომხდარ ინციდენტს იძიებდა, გადაცხადა, რომ საგამოძიებო პროცედურებით გათავლისწინებული ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ ჯგუფს თენგიზ ჯგუშიამ მის მფლობელობაში არსებული მაკაროვისა და ტეტეს სისტემის იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა. მისივე თქმით, ბრალდებულმა ჯგუშიამ თავად მოითხოვა ალკოჰოლურ თრობაზე შეემოწმებინათ, რის შედეგადაც მას თრობა არ დაუმტკიცდა. თრობაზე არ შეუმოწმებიათ ინციდენტის მეორე მონაწილე მერაბ ქავრაია, როგორც გამომძიებელმა განმარტა, დაკითხვის დროს ქავრაია კთხვებზე ადეკვატურად პასუხოდბა ამიტომ მისი შესაძლო სიმთავრალის შესახებ ეჭვი არ გასჩენია.
სხდომის დასასრულს თენგიზ ჯგუშიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ დაცვის მხარე განრიდების თაობაზე შუამდგომლობით პროკურატურას ხელახლა ხვალ მიმართავს. მომდევნო სასამართლო ბროცესი ჯგუშიას ბრალდების საქმეზე 31 იანვარს ჩაინიშნა.
არსებული ინფორმაციით, 2013 წლის 8 აგვისტოს ყოფილმა პარლამენტარმა, ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელმა, თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქვარაია და ჯგუშია სუფრაზე ერთად სოფელ რიყეში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი, მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს
მასალის გამოყენების პირობები