რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მთავრობა 135 მილიონი ლარის დაფინანსებას გამოყოფს. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა, აღნიშნულ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარადგენს.
ნარმანიას განმარტებით, საუბარია რეგიონული პროექტების და პროგრამების განხორციელებაზე, რომლებსაც აღნიშნული თანხა მოხმარდება.
"ჩვენთან მუშაობს სახელმწიფო კომისია, რომლის ფარგლებშიც მომზადებული და თვითმმართველობებიდან შემოსული პროექტები მტკიცდება და შესაბამისად გამოეყოფათ დაფინანსებაც", - აღნიშნა ნარმანიამ.
რეგიონული განვითარების მინისტრყ პროექტებს მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხის დამტკიცების შემდეგ დააკონკრეტებს
მასალის გამოყენების პირობები