ინგრედიენტები:
- ჭარხალი 2
- ზეითუნის ზეთი 1 ს.კ
- ძმარი ბალზამიკო, შავი 1 ჩ.კ
- მარილი და პილპილი
- სეზამის მარცვლები 1 ჩ.კ
- მზესუმზირის მარცვლები 2 ს.კ
ჭარხალი გავხეხოთ (სასურველია კორეული სტაფილოს სახეხზე, უფრო ლამაზია). დავამატოთ ზეთი და ძმარი.
მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, მზესუმზირის მარცვლები, სეზამის მარცვლები, მარილი და პილპილი. გემრიელი სალათა მზადაა!
მასალის გამოყენების პირობები