აშშ–სა და რუსეთს შორის შპიონური სკანდალის ფიგურანტმა , ექს–ჯაშუშმა ანა ჩაპმანმა ანტალიის მოდის შოუზე საკუთარი ბრენდის ქალის ტანსაცმელი წარმოადგინა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჩაპმანი და რუსეთის კიდევ 9 მოქალაქე 2010 წელს აშშ–ში შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს. შემდეგ კი ისინი რუსეთში დაპატიმრებულ ამერიკელ ჯაშუშებზე გადაცვალეს. 2010 წელს ჩაპმანი გახდა ფონდსერვისბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ინვესტიციებისა და ინოვაციების დარგში. 2011 წელს, ბაიკონურის კოსმოდრომზე ვიზიტისას, ჩაპმანი რუსეთის კოსმონავტებისათვის ახალი ფორმის შექმნის წინადადებით გამოვიდა.
korrespondent.net
მასალის გამოყენების პირობები