Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/DSC03371.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/DSC03371.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/DSC03371.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/DSC03371.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
“საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” მუშაობის შედეგები შეაჯამეს დღეს ზუგდიდში
პროექტ “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” მუშაობის შედეგები შეაჯამეს ზუგდიდში დღეს, 10 იანვარს. პროექტს ასოციაცია „ათინათი“ „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს“ ზუგდიდის წარმომადგენლობა და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ ახორციელებდა. პრეზენტაციას დაესწრნენ, როგორც პროექტის, ასევე თვითმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოსულებმა პროექტის მუშაობა და შედეგები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ზემოაღნიშნული პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თვითმმართველობის განვითარებაში. ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს“ ზუგდიდის წარმომადგენლობის და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ მონაწილეობით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და საკრებულოსთან. ამით ხელმომწერებმა დაადასტურეს მზაობა ერთობლივი ძალისხმევით ითანამშრომლონ პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ ამოცანების განხორციელებაში, გაცვალონ ინფორმაცია და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ აქტივობებში. პროექტის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობისა ეფექტურობის გაუმჯობესება. აქტივობები სასტუმრო ანაკლიაში, პროექტის პრეზენტაციით დაიწყო. მოგვიანებით, აქვე ჩატარდა ტრენინგ-სემინარი. მასში მონაწილეობა მიიღეს თვითმმართველობების, სამხარეო ადმინისტრაციის, მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სემინარს უძღვებოდნენ „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ ექსპერტ-ანალიტიკოსები. რადიო „ათინათის“ ყოველკვირეული, ინტერაქტიული თოქ-შოუ „ჩვენი თვითმმართველობა“, ეთერის პარალელურად ინტერნეტში Livestreem-ითაც გადაიცემოდა; ლექცია-სემინარები ჩატარდა ზუგდიდის 2 უნივერსიტეტში. მოგვიანებით სტუდენტურ გუნდებს შორის გაიმართა თემატური ბრეინ-რინგი. მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ლიტერატურა და წამახალისებელი პრიზები. გამოიცა ბროშურა: „ადგილობრივი თვითმმართველობის გზამკვლევი“. საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან გაიმართა ზუგდიდის ყველა სოფელში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე, მართველობაში მათი ჩართულობის მნიშვნელობასა და თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმაზე. თითოეულ სოფელში მოკვლეულ იქნა იქ არსებული პრობლემები. განხორციელდა თვითმმართველობის საქმიანობის 6 მონიტორინგი. გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც საჯარო განხილვის შემდეგ გადაეცათ თვითმართველობებს. რეკომენდაციები ასეთია: გადაიჭრას 30-ივე სოფლის მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებები;გონივრულ ვადებში მოგვარდეს ონარიის დასახლებაში არსებული გადაუდებელი პრობლემები.გადაიჭრას სოფელ ცაიშის ნაგავსაყრელზე არსებული პრობლემები. ყველა მიმწოდებელს მიეცეს ტენდერში მონაწილეობის საშუალება, გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი შემსყიდველსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის, გონივრულად იქნეს გათვლილი შესასყიდი საქონლის/მომსახურების სავარაუდო ფასები, 2014 საბიუჯეტო წელს არ დაფინანსდეს საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი, მოეწყოს ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლრბლობების მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილებისათვის და ასევე, გაიზარდოს სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციის ფონდი და განისაზღვროს საჯარო მოხელეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატის გაცემისა და ოდენობის წესი. ივლისსა და დეკემბერში 400-400 მოქალაქე გამოიკითხა სპეციალური კითხვარით. გამოკითხვის შედეგებით შესამჩნევადაა გაზრდილი მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონე ადილობრივი თვითმმართველობის საკითხებში; პროექტის დასასრულს გამოიცა ბროშურა. რომელშიც მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილებაა ასახული. ის დაეხმარება მოქალაქეებს დამოუკიდებლად განახორციელონ სამოქალაქო მონიტორინგი და მოახდინონ მნიშვნელოვანი საკითხების ეფექტური ადვოკატირება. უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობებმა რეკომენდაციების ნაწილი წელსვე გაითვალისწინეს. მათ შორის:შესყიდვები მეტწილად ტარდება სუბიექტებისთვის თანაბარი სასტარტო პირობებით, არ დაფიქსირებულა ინტერესთა კონფლიქტი შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, შეწვეტილი და ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ონარიაში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკანალიზაციო არხს, მოიხრეშა შიდა გზების უმეტესი ნაწილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წატრედგინა პროექტი ხუთი საცხოვრებული კორპუსის რეაბილიტაციაზე. ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა სხვა სოფლებშიც. მათი დიდი ნაწილის მოგვარება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლეთა განცხადებით, 2014 წლის პროექტებში იქნება გათვალისწინებული. თვითმმართველობას აქვს მზაობა პროექტის გუნდთან ერთად იმუშაოს „საჯარო მოხელეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატის გაცემისა და ოდენობის განსაზღვრის წესის“ დადგენილების პროექტზე. დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადმინისტრაციულ შენობებში. პროექტის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობა თვითმმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. სოფლებში შექმნილია მოქალაქეთა ჯგუფები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებას და მნიშვნელოვანი საკითხების ეფექტურ ადვოკატირებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.