უკვე მეორე დღეა ხობის რაიონის სოფელ საგვიჩიოში მდინარე ცივში შუქური წოწერიას ეძებენ. 65 წლის მამაკაცი სენაკის რაიონის სოფელ ზემო ჭალადიდის მკვიდრია.
მისი ძმის განცხადებით, ისინი ცხენით მდინარე ცივზე გადადიოდნენ, რა დროსაც შუქური წოწერია წყალში ჩავარდა და მდინარემ გაიტაცა. მისი დახმარება კი ვერავინ შეძლო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ზუგდიდის, სენაკისა და ბათუმის სამაშველო სამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები