ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისთვის 35 ათას ლარად ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. „35 ათასი ლარი მაქსიმალური თანხაა, რომელიც ამ მიმართულებით გაიხარჯება. მე რამდენეადაც მახსოვს, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც მანქანა ეკუთვნის ეს სამხედრო აღრიცხვის სამსახურია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა ადამურ არქანიამ. მისივე განმარტებით, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის კუთვნილი „ნივის“ ტიპის ავტომანქანა ამორტიზირებულია და შეკთებას არ ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები