ფოთის მერმა დავით სარსანიამ თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფოთის საკრებულოს უკვე მიმართა, მიზეზად კი სხვა თანამდებობაზე გადასვლა დაასახელა.
დავით სარსანია სავარაუდოდ, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
აღნიშნული ინფორმაცია სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ რადიო "ათინათთან" საუბარში დაადასტურა და განაცხადა რომ დავით სარსანიას უახლოეს მომავალში მის მესამე მოადგილედ დანიშნავენ.
ცნობისთვის, დავით სარსანია ფოთის მერად 2013 წლის 11 იანვარს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები