ინგრედიენტები:
- შავი შოკოლადი 100 გ
- რძიანი შოკოლადი 100 გ
- კარაქი 100 გ
- შაქარი 180-200 გ
- კვერცხი 3
- კაკაო 30 გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
- ფქვილი 1 ჭიქა
მომზადების წესი:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
საშუალო ზომის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ფორმას კედლებზე წავუსვათ კარაქი.
ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი, გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად.
შოკოლადის მასა ჩავასხათ კვერცხის მასაში, დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები და ამოვურიიოთ.
ჩავასხათ ფორმაში და ვაცხოთ 25-30 წუთი. ზედაპირი უნდა იყოს ფხვიერი და უნდა დაიბზაროს, შიგნით კი დარჩერს ნოტიო.
გაცივებული ნამცხვარი დავჭრათ სასურველ ფორმებად. შეგვიძლია მოვასხათ გამდანრი შოკოლადი, თუმცა აუცილებელი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები