ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლითაც სამი ახალი პროექტი განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ დაბა ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო და შესაბამისი პროექტი რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარუდგინა.
კომისიას ასევე წარედგინა მუხურის თემში წყალსადენისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტი. საკითხების შესწავლის შემდეგ მას დადებითი რეკომენდაცია გაეწია.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა, სკვერისა და პარკის საბავშვო ატრაქციონებით მოწყობას ითვალისწინებს .
სამივე პროექტი სულ 1 163 900 ლარით დაფინანსდა.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები