ხანტერ მურს, რომელიც, პორნოგრაფიული ხასიათის, „შურისძიების საიტის“ შექმნისთვის, ინტერნეტში „ყველაზე საძულველ ადამიანად“ აღიარეს, ბრალი წაუყენეს, წერს The Time.
მურმა შექმნა საიტი, რომელზეც, შიშველი ადამიანების ფოტოებს, მათი ნებართვის და მსჯელობის გარეშე აქვეყნებდა, ასევე ის სოციალურ ქსელებში ამ ადამიანების ლინკებსა და ექაუნთებს ავრცელებდა.
აშშ – ის კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის სასამართლოს დასკვნით, ხანტერ მურს და ასევე ჩარლზ „გარი“ ევენსს 5 მუხლით ედება ბრალი. მათ შორის დაცულ კომპიუტერებთან წვდომის მიზნით შეთქმულებაში, ასევე შეთქმულებაში ასევე პირადი მონაცემების მოპარვაში.
დადგინდა, რომ მურმა არაერთხელ გადაუხადა ევენსს ინტერნეტის მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტის გატეხვისა და საიტზე განსათავსებელი პიკანტური ფოტოების მითვისებისთვის.
დაზარალებულები, მურის დაპატიმრებისათვის რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდნენ.
www.gazeta.ru
მასალის გამოყენების პირობები