ინგრედიენტები:
ცომისთვის
- 1 დიდი ფორთოხალი
- 150 გ. დარბილებული კარაქი
- 100 გ. შაქარი
- 3 კვერცხი
- 1/2 ჩ.კ. სახამებელი
- 1 მწიკვი ვანილი
- 120 გ. ფქვილი
- 100 გ. დაფქული ნუში
- 1/3 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა
მინანქრისთვის:
- 125 მლ. ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი
- 60 გ. შაქარი
- ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ფორთოხალი გარეცხეთ ცხელ წყალში და გაამშრალეთ. გახეხეთ კანი და გამოწურეთ წვენი.
კარაქი, შაქარი, ფორთოხლის კანი და წვენი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კარაქიან მასას დაუმატეთ კვერცხის გული, სახამებელი და ვანილი.
კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. ფქვილი, ნუში და სოდა აურიეთ ერთმანეთში და ათქვეფილ ცილასთან ერთად დაუმატეთ ცომს. ჩაასხით ცომი ფორმაში. აცხვეთ 175 გრადუსზე 35 წუთით.
ფორთოხლის წვენს დაუმატეთ შაქარი და ადუღეთ სიროფის მიღებამდე. ნამცხვარი გააგრილეთ და გადმოიღეთ ლანგარზე. ზედაპირი თანაბრად დაჩხვლიტეთ ხის ჩხირით და მოასხით ფორთოხლის სიროფი.
მასალის გამოყენების პირობები