სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ატესტაცია დღეს და ხვალ, ორ ეტაპად გაიმართება. შიდა ტესტირებას 53-ვე თანამშრომელი გაივლის და ამის შემდეგ გადაწყდება ძველი თანამშრომლებიდან ვინ დარჩება უწყებაში. იმ თანამშრომლებს კი ვინც ატესტაციას ვერ გაივლის კონკურსის წესით შერჩეული ახალი კადრები ჩაანაცვლებენ. შექმნილია სპეციალური საატესტაციო კომისია, რომელსაც გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია ხელმძღვანელობს. გუბერნიის თანამშრომელთა ატესტაციის შედეგები 4 თებერვალს გახდება ცნობილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელი კონკურსის წესისი თანახმად მიიღება, შედეგები კი მედიის საშუალებით გავრცელდება და გუბეერნიის ვებგვერდზე განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები