რუბრიკები
„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე კვლავ გიორგი თოდუა გახდა
დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში „რესპუბლიკური პარტიის“ კრება გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა აირჩიეს, როგორც კომიტეტის წევრები, ასევე პარტიის თავმჯდომარე. ფარული კენჭისყრის შედეგად კომიტეტის წევრებად აირჩიეს : მაია ღურწკაია, ცისანა თოლორაია, ანა რაფავა, გიორგი თოდუა, თენგიზ ქოჩუა და თემურ მარკოზია, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე, 5 ხმა ერთის წინააღმდეგ კვლავ გიორგი თოდუა გახდა.
პარტიის კრებას ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი ირაკლი ხორბალაძე ესწრებოდნენ.
"
რესპუბლიკელების“ განმარტებით, ამ ეტაპზე პარტიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები