ესტონური დარიჩინიანი ფუნთუშა
ინგრედიენტები:
- შაქარი 70 გ
- რძე 120 მლ
- საფუარი 6-8 გ
- კარაქი 80 გ
- ფქვილი 300 გ
- კვერცხის გული 1
- მარილი
- დარიჩინი 2 ჩ.კ
თბილ რძეში ან წყალში შეურიეთ საფუარი და დადგით 15 წუთი.
30 გ კარაქი გაადნეთ და შეურიეთ კვერცხის გულს. დაამატეთ მარილი, ფქვილი, საფუვრიანი რძე და მოზილეთ ცომი.
ცომი ჩავდოთ ცხიომწასმულ თასში და ვაცალოთ ამოფუება.
ამასობაში გავაკეთოთ გულსართი: გავადნოთ დარჩენილი კარაქი, შევურიოთ 70 გ შაქარი და დარიჩინი
ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ზე, წავუსვათ გულსართის 2/3, გადავახვიოთ რულეტივით, მსუბუქად დავაბრტყელოთ, სიგრძეზე შუაზე ჩავჭრათ, მაგრამ ერთი ბოლო გაუჭრელი დავუტოვოთ. ამ ბოლოდან ორივე ნაწილი ერთმანეთზე გადავწნათ.
შევაერთოთ ბოლოები და გადავუსვათ დარჩენილი გულსართი.
გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი
მასალის გამოყენების პირობები