სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურაში კვლავ დაიბარეს. როგორც რადიო „ათინათს“ გუნავამ განუცხადა, მას უწყება დღეს მიუტანეს, თუმცა არ ჩაიბარა. მისივე განმარტებით, მას ყოფილი პოლიციელის ვინმე ქადარიას საქმეზე იბარებენ, რომელიც მისი შსს მუშაობის პერიოდში იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის დააკავეს.
„აბსურდის თეატრში არ მივიღებ მონაწილეობას, ეს უკვე მარაზმია. პროკურატურამ და ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ იყო ქადარია...ჩემს პერიოდში დაკავებული ყველა „ბარიგას“ ჩვენებაზე მე ვერ ვივლი“,- ამბობს თენგიზ გუნავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევა შესაძლებელია მის მერობის შესაძლო კადიდატურასთან იყოს დაკავშირებული. რადიო "ათინათის" კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მან ზუგდიდის მერობაზე კენჭი იყაროს, გუნავა პასუხობს: „ამაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი პრაიმერის გზით გადაწყდება“.
მასალის გამოყენების პირობები