ინგრედიენტები:
ღვიძლი
500 გ
კვერცხი
2
ფქვილი
4-5 ს.კ
სტაფილო
1
მარილი და პილპილი
სოდა
დანის წვერით
ღვიძლი კარგად გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. სტაფილოსთან ერთად ხორცსაკეპში გავატაროთ ან კომბაინში დავაქუცმაცოთ. დავამატოთ კვერცხის გულები , მარილი, პილპილი, სოდა და ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ ბეზე და შევურიოთ ამ მასას.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ორივე მხრიდან შევწვათ ოლადები, საშუალო ცეცხლზე.
უფრო მარტივია, თუ კვერცხს მთლიანს შევურევთ, ბეზეს ატქვეფის გარეშე, მაგრამ ბეზეთი უფრო ფუმფულა გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები