ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ძლიერმა ქარმა წუხელ ქეთევან მანიას მშენებარე სახლს სახურავი მთლიანად ახადა. დაზარალებული ოჯახი მოინახულა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ. როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, დღესვე შედგება ხარჯთაღრიცხვა და დაზარალებულ ოჯახს გაეწევა სათანადო დახმარება.
მასალის გამოყენების პირობები