სოციალური ქსელი Facebook თავისი არსებობის 10 წლის თავს პროექტით «Look back» აღნიშნავს. დღეიდან სერვის Look Back მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი გადაავლონ წარსულს, იხილონ თავიანთი პერსონალიზირებული ვიდეო , საუკეთესო ფოტოების კოლექცია ან გაეცნონ Facebook–ის მისალოც ბარათს. პროექტი მისაწვდომი იქნება როგორც ვებ–ვერსიისთვის, ასევე მობილური ტელეფონებისათვის. ამ დროისათის Facebook–ის მომხმარებელთა რაოდენობა 1,23 მილიარდს აღწევს. ორშაბათს Facebook–მა ახალი ამბების სერვისი Paper წარმოადგინა. პროგრამა, მხოლოდ აშშ–ში , iOS- მოწყობილობის მლფობელთათვის არის მისაწვდომი.
www.gazeta.ru
მასალის გამოყენების პირობები