Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/ministri.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/ministri.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/ministri.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/ministri.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზუგდიდში საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი წარადგინა
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტს“ სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებლები სოფლის მეურნეობის მინისტრისგან შალვა ფიფიასგან დღეს, 4 თებერვალს  გაეცნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დახმარებას 97 ათას 579  ფერმერი მიიღებს. საერთო ჯამში კი საქართველოს ტერიტორიაზე წინასაგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით  800 ათასამდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. 2014 წელს აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები ის ფერმერები იქნებიან, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 1.25 -ის ჩათვლით ჰექტრის ფართობის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ, რომელთაც  ერთწლიანი და მრავალწლიანი  კულტურების წარმოებისთვის იყენებენ. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს  5 ჰა-ს. ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და ისინი მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს.  ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი  და ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები. 2014 წელს გადაწყდა, რომ  ბენეფიციარებმა პროექტის ფარგლებში  სარგებელი მიიღონ ორი გზით: ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღონ სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად მათ დაურიგდეთ საბანკო ბარათი, ე.წ. „აგრო ბარათი“. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“  1 თებერვალს დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.