ინგრედიენტები:
პამიდორი 1 კგ
ხახვი 2
ტკბილი წიწაკა, წითელი 1
ნიახურის ღერო 1-2
წყალი 1 ლ
კვერცხი 4
ყველი პარმეზანი 4 ს.კ
პური 8 ნაჭერი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი
ხახვი დავჭრათ წვრილად, ასევე ნიახურის ღერებიც წიწაკას ამოვაცალოთ თესლები და დავჭრათ.
პამიდორს მოვაცილოთ კანი და თესლები, დავჭრათ კუბიკებად.
ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ნიახურის ღერები და წიწაკა, ბოლოს პამიდორი. ვშუშოთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი, ვხარშოთ კიდევ 10-15 წუთი.
კვერცხი ავთქვიფოთ პარმეზანთან ერთად და ჩავუშვათ სუპში, თან სწრაფად ვურიოთ.
პურის ნაჭრები შევბრაწოთ ზეითუნის ზეთში, თეფშზე დავდოთ პური, შემდეგ დავასხათ ცხელი წვნიანი.
მასალის გამოყენების პირობები