წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა,
შეხვედრა დღეს, 7 თებერვალს გამართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სტატისტიკის ზედამხედველთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგისტრატორებთან.
წალენჯიხაში მოსახლეობის აღწერის პირველი ეტაპი დაიწყება 10 თებერვლიდან და გაგრძელდება 24 თებერვლამდე.
საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპის მიზანია მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის სავარაუდო დადგენა, რომელიც მე-2 ეტაპის განხორციელებისთვის აუცილებელი ელემენტია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩაატარებენ. პროექტის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის დემოგრაფიული, ეკონომიური, სოციალური და სხვა სფეროების მიხედვით დაყოფა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები