ინგრედიენტები:
½ თავი წითელი კომბოსტო
½ თავი თეთრი კომბოსტო (საშუალო ზომის თავები)
2 სტაფილო
1 კონა ოხრახუში
1 კონა კამა
1 ჩ.კ მარცვლოვანი მდოგვი
150 გ სახლის მაიონეზისა და არაჟნის ნარევი, ან მხოლოდ არაჟანი
½ ლიმონის წვენი
1 კბილი ნიორი
მარილი
პილპილი
შეგვიძლია დავამატოთ თხლად დაჭრილი ბოლოკი, მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
ორივე სახის კომბოსტო ძალიან თხლად დავკეპოთ და ავურიოთ. დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ნიორი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი. მოვასხათ ლიმონის წვენი, კარგად ავურიოთ და დავამატოთ მდოგვის და არაჟნის ნარევი.
აი, სულ ესაა :) თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას და რამე შეცვალოთ, დაამატოთ ან გამოაკლოთ. ზოგიერთი რეცეპტით ბოლოკიც ემატება.
მასალის გამოყენების პირობები