ამ წუთებში გადაკეტილია ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მოსახლეობამ საავტომობილო გზა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი სოფლის შიდა გზების მოხრეშვას, სანიაღვრე არხების მოწყობას, დაზიანებული ხიდის აღდგენას და ელექტროენერგიის სადენების გამოცვლას ითხოვენ.
ამასთან, აქციის მონაწილეები ტრაქტორის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცავებმა საჯარიმოზე გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები