აშშ – ში ბრიტანული ჯგუფის „The Beatles” -ის მიერ პირველი კონცერტის ჩატარებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მას შემდეგ, ქვეყანაში ბითლომანია დაიწყო. ლივერპულელი ოთხეული ედ სალივანის ტელეგადაცემაში 1964 წელს გამოჩნდა, მაშინ გადაცემა აშშ–ის მოსახლეობის ნახევარმა ნახა. ტელეარხმა CBS– მა ამ მოვლენის აღსანიშნავად, რომელმაც ქვეყნის პოპ–კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, სპეციალური კონცერტი გამართა, რომელშიც პოლ მაკარტნი და რინგო სთარი მონაწილეობენ.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები