სოფელ ოდიშის მოსახლეობას პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა დღეს, 10 თბერვალს რამდენიმე საათით ჰქონდა გადაკეტილი, სოფლის პრობლემების მოგვარებას ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ.
ადგილობრივები შიდაგზების მოხრეშვას, სანიაღვრე სისტემიოს მოწყობას, ელექტროსადენების გამოცვლას და წისქვილის შეკეთებას ითხოვდნენ.
ამასთან, აქციის მონაწილეები იმ ტრაქტორის დაბრუნმებას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცავებმა რამდენიემე თვის წინ საჯარიმოზე გადაიყვანეს.
„აქ წყლის მილები გადიოდა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს ჩვენთვის უცნობმა პირებმა ამოიღეს. სწორედა, ამ ნარჩენი მილებისგან გადავწყვიტეთ სანიაღვრე სისტემის, შეძლებისდაგვარად, მოწყობა. თუმცა ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს ეს უკანონოა და წაიყვანეს ტრაქტორი, ახლაც იქ ჰყავთ. ვითხოვთ ამ ტრაქტორის დაბრუნებას“,- უთხრა რადიო „ათინათს“ თორნიკე ბულიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლის მოსხლეობას პრობლემებს ეტაპობრივად მოუგვარებენ. ხოლო, რაც შეეხება ტრაქტორს, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგებნ სართანიას თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მის მფლობელს დაუბრუნებენ.
„სოფლის მხარდამჭერი პროგრამით მოხდება მათი პრობლემების მოგვარება. როგორც შარშან ისე წელსაც შეიკრეიბება სოფლის კრება და თვითონ გადაწყვეტენ თუ რომელ პრობლემას მოაგვარებენ პირველად, ეს მათი უფლებაა“, - ამბობს გურგენ სართანია.
რაც შეეხება დაზიანებული და მოძველებული ელექტროსადენების გამოცვლას, სართანიას განმარტებით, ეს გამგეობის პრეროგატივას არ წარმოადგენს და ამ პრობლემაზე „ენერგო პრო ჯორჯიამ“ უნდა მოახდინოს რეაგირება.
შეგახსენებთ, სოფელ ოდიშის მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით გადაკეტეს. მათ გზა მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელების მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები