„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ზუგდიდში დღეს, 13 თებერვალს ე.წ. „მბრუნავი კარის“ და „გამარტივებული სახელმწიფო შეყიდვები - კორუფციული რისკების“ პრეზენტაცია გამართა, რაც პირველი კვლევის შემთხვევაში, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას და ამ პროცესთან დაკავშირებულ კორუფციის საფრთხეებს გულისხმობს.
ე.წ. „ბრუნავი კარის“ კვლევაში მოხვდნენ, როგორც ყოფილი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგნლები. მათ შორის, დავით ბეჟუაშვილმა, გოჩა ენუქიძე, კანდიდ კვიციანი, ირაკლი ჩიქოვანი, კახი კალაძე და ა.შ.
„კორუფციის საფრთხეები არსებობს მაშინ, როდესაც ბიზნესიდან სახელმწიფო თანამდებობაზე მოსული პირები თავიანთ მდგომარეობას კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ, ასევე მაშინ, როდესაც ბიზნესში წასული ყოფილი თანამდებობის პირები ხელისუფლებაში შენარჩუნებული კონტაქტებისა და გავლენის წყალობით თავიანთ კომპანიებს ბაზარზე უსამართლო უპირატესობის მოპოვებაში ეხმარებიან“, - განაცხადა შეხვედრაზე ერეკლე ურუშაძემ.
რაც შეეხება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებს, გამჭვირვალობის კვლევაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ 2010 წლის დეკემბერსა და 2013 წლის სექტემბრის პერიოდში ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით დადებული 430,000-ზე მეტი კონტრაქტი შეისწავლა.
მათ შორის, 2011 წელს, სახელმწიფომ 959 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა, 2012 წელს კი მსგავსი კონტრაქტების ღირებულებამ 1.17 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე მათი მოცულობა 450 მილიონი ლარი შეადგინა.
"გამარტივებულ შესყიდვები დროს არ არსებობს ფასის დაწევის შესაძლებლობა და ამასთან, არსებობს საშიშროება , რომ კონტრაქტები ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ან მმართველი პარტიის მხარდამჭერ კომპანიებთან დაიდოს“, აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი ჭანტურიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეხვედრა, რომელსაც მედისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები ესწრებოდნენ, ზუგდიდის დემოკრატილული ჩართულობის ოფისში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები