Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/68890_503359076445725_1717812816_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/68890_503359076445725_1717812816_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/68890_503359076445725_1717812816_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/68890_503359076445725_1717812816_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
წალენჯიხისგან ჯვარის გამოყოფას და ცალკე თვითმმართველი ერთეული შექმნას იხოვენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის,  ქალაქი ჯვარის გამოყოფას და ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნას  ითხოვენ.  პეტიციას, როგორც მისი ერთ-ერთი ხელმომწერი და საკრებულოს წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს,  12 ათასამდე მოქალაქე აწერს ხელს. აღნიშნული პეტიციით,  ჯვარის მოსახლეობამ საქართველოს მთავრობას გასული წლის ნოემბერში მიმართა. ჭიჭინაძის განმარტებით, ქალაქ ჯვარს, ცალკე მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებისთვის, საჭირო ინფრასტუქტურა გააჩნია და მისივე თქმით, აქედან გამომდინარე  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მიღება მარტივია. „თვითმმართველობის ახალი კოდექსის განხილვისას, მე როგორც ზემოაღნიშნულის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პეტიციის შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენე პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, ანუ გარკვეული ადვოკატირება გავაგრძელე თემის გადასაწყვეტად. ამის შემდეგ იყო მოკლე შეხვედრა და გარკვეული შეთანხმება პრემიერთან, ასევე საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა რეგიონული განვითარებისა და   ფინანსთა სამინისტროში, რომ ამ  საკითხის დეტალები დამუშავებულიყო“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე. მისივე განმარტებით, როგორც ახალი, ასევე,  ძველი  თვითმმართველობის კოდექსი  ქმნიდა ისეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომ ქალაქი ჯვარი და მსგავსი დასახლებები ცალკე მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებულიყვნენ. „2009 წელსაც  იყო  ამ საკითხის ფორმალიზების მცდელობა, თუმცა რიგი  „უხერხულობის“ გამო, მაშინდელი ხელიუფლების, ეს ინიციატივა ზოგიერთ აქტიურ მოქალაქეს ცუდად და მწარედ დაუმთავრდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დავით ჭიჭინაძემ, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა. როგორც დავით ჭიჭინაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება „ჯვარის მუნიციპალიტეტში“  ენგურის ხეობის 9 თემი  (ლია, ფახულანი, ჭალე, ეწერი, ჩქვალერი, მუჟავა) შევა. ამასთან, მისივე თქმით, ჯვარის ტერიტორიაზე დარჩება ენგურჰესის საწარმოების ის ნაწილი, რომელიც, ეკონომიურ დოვლათს ქმნის.
„ენგურის ხეობის სოფლებში დღევანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 52% ცხოვრობს, თუმცა, მიუხედავად ამისა ამ ზონაში წალენჯიხის ბიუჯეტის მხოლოდ 17% იხარჯება. ეს არის კატასტროფა და სწორედ ეს ქმნის უთანასწორობის განცდას“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია, ჯვარის გამოყოფასთან დაკავშირებით,  შეგროვებული ხელმოწერების ავთენტურობას ეჭქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ჯვარში არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც ამ ინიციატივას არ ეთანხმებიან.
„აგრეთვე, ეს საკითხი მოითხოვს შესწავლას, თუ რა ეფექტს მოგვცემს ის. გარდა ამისა ამას მალე კანონიც დაარეგულირებს“, - აცხადებს დავით ბელქანია.
ხელმოწერების ავთენტურობას ასევე ეჭქვეშაყენებს ”ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავჯდომარე ბერდია კალანდია და ინიციატივას პოლიტიკურ ავანტიურას უწოდებს.
„მე შევხვდი ამ სოფლების მოსახლეობას და მათ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ ხელი ჯვარის ინფრასტრუქტურული განვითარებას მოაწერეს და არა მის გამოყოფას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბერდია კალანდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა თვითმმართველობის ახალი კოდექსი 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით 5 თებერვალს დაამტკიცა. ამავე კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტების საბოლოო რაოდენობა ადგილობრივ არჩევნებამდე უნდა განისაზღვროს. არჩევნების თარიღს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით დანიშნავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.