Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/narmania.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დავით ნარმანია ქალაქ ჯვარის მოთხოვნებს გაეცნო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამეგრელოს რეგიონში ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მინისტრი დავით ნარმანია ქალაქ ჯვარის წარმომადგენლებს შეხვდა და ის დეტალები და გარემოებები მოისმინა,  რომლის გამოც ჯვარისა და მისი მიმდებარე თემების მოსახლეობა ცალკე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას მოითხოვს. საუბარია ქალაქ ჯვარის, ლიის, ჭალეს, ფახულანის, მუჟავას, ჩქვალერისა და ეწერის თემების ერთი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული მოთხოვნით ჯვარელებმა 12 ათასამდე ხელმომწერა შეაგროვეს და საქართველოს ხელისუფლებას უკვე წარუდგინეს. როგორც ქალაქ ჯვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, ცალკე მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება განაპირობა როგორც გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ისე ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ, სოციალურ-ეკონომიკურმა წყობამ, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ, მოსახლეობის შემადგენლობამ და სხვა. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მოსახლეობის ინტერესთა სხვაობა გამოიკვეთა ყოფით, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ინიციატივას გულისხმიერებით მოეკიდა ბატონი მინისტრი. წარმოდგენილი არგუმენტაცია ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე, გვაძლევს ყველა საფუძველს, რომ სამინისტროს მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობისათვის იქნება სწორად აღქმული და განაპირობებს მის შემდგომ მიღებას“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ჯვარელების მოთხოვნას სახელმწიფო კომისია მას შემდეგ განიხილავს, როგორც კი თვითმმართველობის ახალ კოდექსს საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და დოკუმენტი ძალაში შევა. თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.