აქცია სახელწოდებით „უთხარი მეგობარს“, რომელიც დღეს, 18 თებერვალს ზუგდიდში გაიმართა, აივ ინფექცია შიდსის ტესტირების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა . როგორც რადიო
„ათინათთან“ საუბარში ცხოვრების ჯანსაღი წესის კლუბის კოორდინატორმა სალომე ჟვანიამ აღნიშნა, მზგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქციები ხშირად უნდა ჩატარდეს რათა მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს. აქვე ჟვანიას თქმით აივ შიდსით დაავადებულთა საერთო მაჩვენებლის მიხედვით სამეგრელო თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა.
კამპანია „უთხარი მეგობარს“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტების ფარგლებში ხორციელდება . აღნიშნულ კამპანიას პროექტის ,,ახალგარზდების ჩართულობა და განვითარება"-მონაწილეები შეუერთდნენ. პროექტს ასოციაცია ,,ათინათი" UNICEF-თან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები