სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა სასტუმრო "ოქროს საწმისის" დირექტორის გიორგი წურწუმიას დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. გუნავას განცხადებით, წურწუმიას მის საარჩევნო შტაბში უნდა ემუშავა.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მივიღო ზუგდიდის მერის არჩევნებში. წურწუმია ჩემი უახლოესი მეგობარია და მას ჩემთან უნდა ემუშავა. პრაქტიკულად ჩემს ირგვლივ არავინ დატოვეს, ზოგი დაიჭირეს ზოგი კიდევ სამართლებრივ დევნაშია", - განუცხადა
რადიო "ათინათს" თენგიზ გუნავამ.
ამასთან, თენგიზ გუნავა სახალხო დამცველს მოუწოდებს მოინახულონ გიორგი წურწუმია , რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ანაკლიაში მდებარე სასტუმრო "ოქროს საწმისის" დირექტორი გიორგი წურწუმია გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები