უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, დღეს ზუგდიდში სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. აქცია 18 საათზე, მოცეკვავე შადრევანთან გაიმართება. იგი არასამთავრობო ორგანიზაციების: მოძრაობა „ზუგდიდი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“, „თავისუფალი ზონის რეგიონალური განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ და „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ ორგანიზებით გაიმართება.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანი წითლიძემ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ პოლიტიკური შუღლის მიუხედავად ყველა ზუგდიდელი ვალდებულია ამ აქციით მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს.
„ ეს პრობლემა ყველასია და აუცილებლად მოვა ჩვენამდე, აუცილებელია,რომ ყველა გამოვიდეს თავისი შვილების და ქვეყნის თავისუფალი მომავლისათვის. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ იმ ხალხს, ვინც დღეს უკრაინაში წირავს თავს, აქ დავუდგეთ გვერდში და გავამხნევოთ.“-აღნიშნა წითლიძემ.
მსგავსი აქცია დღეს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები