უკრაინაში გარდაცვლილ 54 წლის ზურაბ ხურციას საქართველოში საგამოძიებო პროცედურების დასრულებისთანავე გადმოასვენებენ.
ხურცია კიევში გრუშევსკის მოედანზე მეტროს შესასვლელთან იპოვეს გარდაცვლილი.
კიევში მისი გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ.
გაგრიდან დევნილი ხურცია დაოჯახებული არ იყო და სენაკში დევნილების კომპაკტურ ჩასახლებაში დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ხოლო უკრაინაში 2 წლის წინ წავიდა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
როგორც
რადიო „ათინათს“ სეკანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა დგებუაძემ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა გარდაცვლილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინოს.
მასალის გამოყენების პირობები