სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინის მოვლენებს გამოეხმაურა.
თენგიზ გუნავა უკრაინელი ხალხს არჩევანში თანადგომას უცხადებს და წერს, რომ იმის მიუხედავად, რომ „მეზობელმა სახელმწიფომ“ საქართველოში ერი გახლიჩა, მთელმა მსოფლიომ იხილა ქართველების სწრაფვა თავისუფლებისკენ. უკრაინაში ზუსტად იგივე პროცესებს ახორჩიელებს მეზობელი სახელმწიფო, რაც საქართველოში განახორციელა:
„როგორც ერთ დროს ამერიკელმა სენატორმა რობერტ კენედიმ აღნიშნა, “პიროვნების თავისუფლების საწყისი სიტყვის თავისუფლებაა, აზრის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება, საშუალება-განვასხვავოთ საკუთარი თავი ნადირისა თუ შინაური პირუტყვისაგან”.
ჩვენ განვიცადეთ აღმასვლაც და ვარდნაც, გვქონდა გარღვევებიც და შეცდომებიც, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ხედავდა ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ.
ჩვენ შევძელით შევმდგარიყავით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ! ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ დაგეგმა და განახორციელა პროვოკაციები, წაგვართვა ტერიტორიები, გახლიჩა ერი!
აი, ზუსტად იგივე ხდება დღეს უკრაინაში! მე მათ გვერდით ვარ და ვამაყობ თითოეული უკრაინელი მოქალაქით, რომელიც მისი ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის!
ისინი ყოველთვის დარჩებიან ერად, რომელსაც თავისუფლებისა და ღირსების სიყვარული აერთიანებს !!!“- წერს თენგიზ გუნავა „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები