ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ყველა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას პანდუსები ექნება. როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა კვიკვინიამ
რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, ცაიშისა და დიდინეძის ბაღებში კაპიტალური რემოტის გაკეთების დროს მოხდა პანდუსების მიშენება , ამ ეტაპზე კი მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის გამო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ყველა ბაღს პანდუსი ექნება. ბაღებისთვის პანდუსების მიშენების საკითხი მუშავდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ბელქანიამ განუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები