ფოთელმა მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. ისინი ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთნ შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები და პრეტენზიები დააფიქსირეს. ქართული სეინერების მეპატრონეებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ და საკითების დროულად მოგავრებას ითხოვენ.
მეთევზეების განცხადებით, მუშაობა თურქ მეთევზეებთან არათანაბარ პირობებში უწევთ. მათივე განმარტებით, თურქი მეთევზეები თევზჭერას არასტანდარუტული ბადე-იარაღებით ახდენენ, რის გამოც უკვე განდაგურდა სანაპირო ზოლის 70 %.
,,ჩვენ მივწერეთ წერილი გარემოს დაცვის მინისტრს, მაგრამ ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დარჩა. მიღებული წესდებისა და კანონის თანახმად უცხო ქვეყნების გემებს კი არ დასდევენ, ჩვენ დაგვსდევენ. არის განუკითხაობა, ჩვენ ვითხოვთ აუცილებლად შეხვედრას გარემოს დაცვის მინისტრთან. თუ არ დაკმაყოფილდება ჩენი მოთხოვნები, ალბათ, მივმართავთ უკიდურეს ზომებს", - '' აცხადებს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე მურად მიმინოშვილი.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეთევზეები, აქციების გაგრძელებითა და შიმშლობით იმუქრებიან.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები