მცირე მიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მოსარგებლეთათვის აგრო ბარათების გაცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს დაიწყება.
მცირემიწიან ფერმერთა ბარათები სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს უკვე გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ბარათით 14 ათას 245 ბენეფიციარი ისარგებლებს.
რაც შეეხება პლასტიკურ აგრო ბარათებს, ლიბერთი ბანკი უახლოეს მომავალში დაამზადებს და მას ბენეფიციარებს გადასცემს.
როგორც რადიო „ათინათთან“ სოფლის რწმუნებულები აცხადებენ, მოსახლეობას აგრო ბარათებს სახლში მიუტანენ.
ცნობისთვის, აგრო ბარათებს მიიღებენ ის ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰექტარის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი აგვისტოში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები