2014 წლის 20 თებერვალს ასოციაცია ,,ათინათის" გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში მოეწყო სასწავლო ვიზიტი და შედგა შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, დეპუტატ - ირაკლი ჩიქოვანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში პარტნიორი 10 სკოლის სამოქალაქო კლუბების ლიდერი მასწავლებლები და ახალგაზრდული კლუბების წევრები, რომელთაც დასვეს საინტერესო და აქტუალური კითხვები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ევროატლნტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, დევნილთა პრობლემებსა და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე.
შეხვბედრის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხდომათა დარბაზი.
მასალის გამოყენების პირობები