უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა რადიო „ათინათის“ ჟურნალისტების ორგანიზებით, დღეს, 21 თებერვალს ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანთან გაიმართა.
აქციას სამეგრელოში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებიც ასევე უკრაინაში დაღუპული „თავისუფალი ზონის“ წევრის, დავით ყიფიანის თანამოაზრეები შეუერთდნენ. აქვე იმყოფებოდნენ მარტვილის, აბაშის, სენაკისა და ხობის წარმომადგენლებიც.
„არ ესროლოთ ხალხს“, „ჟურნალისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“- მსგავი შინაარსის პლაკატებით და სანთლებით აქციაზე შეკრებილმა ხალხმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პროტესტი გამოხატა.
დღესვე ზუგდიდში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები უკრაინაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
მასალის გამოყენების პირობები