განმარტებითი ლექსიკონით პირველი მეგრული ანბანი გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "გალი" ავრცელებს. ანბანი ილუსტრირებულია და მასში ასევე შესულია ლექსები და მოთხრობები მეგრულ ენაზე. გამოცემის ინფორმაციით, ანბან-კრებულის შექმნაზე გაზეთ „გალის“ მთავარი რედაქტორი ნუგზარ სალაყაია და კორესპონდენტი ნარგიზა ბასარია მუშაობდნენ. რეცენზიის ავტორი კი პროფესორი და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი არველოდ კუპრავაა. ანბანს მოჰყვება დამატებაც - „რუსულ-მეგრული სასაუბრო“.
მასალის გამოყენების პირობები