ზუგდიდში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის პოლიტ საბჭოს ხელმძღვანელად ლაშა დამენია ხმათა უმრავლესობით ხელახლა დაინიშნა.
ასევე სრული შემადგენლობით იქნა არჩეული "ნაციონალების" მიერ წარმოდგენილი საბჭო 23 პირის შემადგენლობით.
საბჭოს წევრების სრულ შემადგენლობას 588 დელეგატიდან 565-მა დაუჭირა მხარი. 23 ხმა ბათილად ჩაითვალა. ხოლო დამენიას კანდიდატურას მხარი 584- მა ადამიანმა დაუჭირა.
კენჭის ყრის შედეგების მიხედვით ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრები გახდნენ;
თენგიზ გუნავა, გრიგოლ სხულუხია, თეიმურაზ ბასილაია, ბართლომე შელია, კახა ქირია, მალხაზ ციკუტანია, კახა ჩანგელია, ლევან მაქაცარია, ილია თოდუა, ზურაბ ჯინჯოლავა, თამარ შონია, ანა წითლიძე, მაია გაწერელია, პაატა ღუბელაძე, ჭაბუკა ჯიქია, ირაკლი პაპავა, რუზგენ ჩუხუა, ბესიკ გაბუნია, კობა შონია, აბესალომ ჩუხუა, გელა თოლორაია, თენგიზ ჯიქია, მზია მიქავა.
შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში ელექტროენერგია გაითიშა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარე ლაშა დამენიას პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის ამოკითხვა მობილური ტელეფონის შუქზე მოუხდა.
„ეს კადრები ტელევიზიას დარჩება როგორც "ქართული ოცნების" სირცხვილი - აღნიშნა ლაშა დამენიამ.
შეკრებილებს ასევე მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ და მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატურა, ამჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა დამენია წარუდგინა. აქვე გუნავამ უკრაინელებს მაიდანზე დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა და განმარტა, რომ დღეს იქ ხალხი არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც იბრძოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ყრილობას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ესწრებოდა. იგეგმებოდა ასევე სხვა უმცირესობის წევრების დასწრება თუმცა ისინი გიორგი ონიანის მხარდასაჭერად თბილისში დარჩნენ.
აქვე გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ონიანს სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს.
მასალის გამოყენების პირობები